გაკვეთილის  მთავარი  თემა
ათწილადების შედარება და დალაგება
სწავლების  საფეხური (კლასი)
VI კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  3(სამგოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
 მოსწავლეებმა უფრო ღრმად შეისწავლონ ათწილადები, გაიწაფონ მათ ჩაწერაში, შედარებასა და დალაგებაში; შეძლონ რიცხვით წრფეზე ათწილადების განლაგება და მისი გამოყენება რიცხვთა შედარებისა და დალაგებისას. შეძლონ  წილადი რიცხვების ჩაწერა სასრული ათწილადის სახით.
წინასწარი  ცოდნა
●აქვს საფუძველი რიცხვების ცნების შესახებ
●ფლობს რიცხვის ჩაწერის სხვადასხვა ფორმებს
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(5 წთ.)
კლასს ვთხოვ რვეულში გადაიტანონ ტექსტში მოცემული რიცხვითი სხივი და მის დანაყოფებზე მიაწერონ შესაბამისი  ათწილადები, რითაც გაერკვევიან სხივზე რიცხვების მონიშვნაში და   რიცხვების განლაგების პრინციპში.კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ ათწილადში მარჯვნიდან ნულის მიწერით ათწილადის მნიშვნელობა არ იცვლება.(7 წთ.)
●გამოვიყენებ 5-12 ამოცანებს რათა კლასს შეუქმნა წარმოდგენა ათწილადების შედარებაზე.(10 წთ.)
●ამის შემდეგ მთელ კლასს მივცემ 21 ამოცანას და მცირე მითითების საფუძველზე ისინი გამითქვავენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ორ რიცხვს შორის შეიძლება უამრავი რიცხვის დასახელება. ეს განუვითარებს მათ აბსტრაქციის უნარს. (5 წთ.)
●  დაფაზე ერთ მოსწავლეს   24-ე ან  25-ე ამოცანას გავარჩევინებ, რითაც კლასი გაეცნობა რიცხვების შედარების იმ  მეთოდებს, რომლის გამოყენება ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო ხელსაყრელი გამოდგეს.     (5 წთ.)
●ამის შემდეგ  მთელ კლასს მივცემ 26 ამოცანას და მცირე მითითების შემდეგ შევთავაზებ  ამოხსნან იგი  დამოუკი-დებლად .(5 წთ.)
●ვისარგებლებ  პროექტორით (კომპიუტერით) და excel-ის პროგრამის გამოყებით ვუჩვენებ შესაბამის მაგალითებს.    (5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3 წთ)